პრესრელიზი
30 იანვარი, 2012ანდრო ბარნოვმა მოქალაქეებთან მიღების დღე გამოყო
შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ყოველ ორშაბათს 13.00-დან 16 საათამდე რეგიონის ნებისმიერ მაცხოვრებელს, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მიღებაზე ჩაეწეროს და შეხვდეს რეგიონის პირველ პირს.
გუბერნატორთან პირველ შეხვედრაზე რეგიონის 20-ზე მეტი მაცხოვრებელი ჩაეწერა. მოსახლეობა ძირითადად სოციალური პრობლემებზე, ჯანდაცვის და სხვა საკითხებზე სთხოვდა ანდრო ბარნოვს დახმარებას. დაფიქსირდა რამდენიმე საზოგადოებრივი ინიციატივის განხორციელების სურვილიც კონკრეტული ინტერესთა ჯგუფებისთვის. გუბერნატორმა რეგიონის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა უფლებამოსილების ფარგლებში.
გუბერნატორთან მოქალაქეების მიღება ყოველ ორშაბათს 13-დან 16- საათამდე მოხდება.