პრესრელიზი
7 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57
shidakartli1@gmail.com
ანდრო ბარნოვმა საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა
[PUBLICITY.GE], თბილისი, 7 თებერვალი, 2013 - შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში საბავშო ბაღის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღი 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ 100 ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობას, რომლის ღირებულებაა 425 000 ლარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტირების თანხა კი (17 700 ლარი) ქურთის მუნიციპალიტეტმა გაიღო. მუნიციპალიტეტი დააფინანსებს საბავშვო ბაღის აღჭურვას საჭირო ინვენტარით. საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება. საბავშვო ბაღში 30 ადგილობრივი დასაქმდება.
,,საბავშვო ბაღში უახლოეს ხანში დამთავრდება სამუშაოები და შენობისთვის გარე კომუნიკაციების პრობლემა დარჩება მოუგვარებელი, რისთვისაც ამ ეტაპზე თანხა არაა გათვალისწინებული. უახლოეს ხანში ჩვენ შესაბამის უწყებებს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რათა დროულად მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა და საბავშვო ბაღმა დროულად მიიღოს პირველი აღსაზრდელები," განაცხადა ანდრო ბარნოვმა. გუბერნატორი ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღში დასაქმების მსურველთათვის კონკურსი ჩატარდება და პერსონალი ღიად და გამჭვირვალედ შეირჩევა.