პრესრელიზი
6 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57
shidakartli1@gmail.com
ანდრო ბარნოვმა შიდა ქართლში საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების ფაქტები განასაჯაროვა
შიდა ქართლის გუბერანტორმა ანდრო ბარნოვმა ბოლო პერიოდში რეგიონის მასშტაბით საჯარო სამსახურდებიდან თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე დღეს განცხადება გააკეთა. მან ჟურნალისტებს გადასცა განთავისუფლებულ და ახლადდანიშნულ პირთა მის ხელთ არსებული სია და სთხოვა ჟურნალისტებს, რომ თავად გადაამოწმონ ინფორმაციის სისწორე.
გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებზე, არაკვალიფიციური კადრების დანიშვნაზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე. ანდრო ბარნოვის განცხადებით, მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ახლადდანიშნული მოხელეები არიან პარლამენტის დეპუტატების, თამაზ შიოშვილის, თემურ ხუბულურის და ვალერი გელაშვილის, ნათესავები და ახლობლები. ახლადდანიშნულთა შორის ფიგურირებენ სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის კურსელი და „ქართული ოცნების" აქტივისტის, ჯონდო ელიაშვილის, ბიძაშვილი და ოჯახის წევრები. ბარნოვმა დღეს განასაჯაროვა არასრული ჩამონათვალი ახლადდანიშნული პირებისა და განაცხადა, რომ ამ თემაზე ფაქტების მოპოვებას და დაზუსტებას თავადაც გააგრძელებს.