ამავდროულად მოუწოდებთ ხელისუფლებას: შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ყინვაში გასათბობი საშუალებების წართმევა, ცივი წყლის ჭავლით დარბევა არღვევს ადამიანის ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებას, ასევე გამოხატვის თავისუფლების უფლებას და წარმოადგენს არაადამიანური მოპყრობის ნიმუშს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას, რაც ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ფენომენია.