პრესრელიზი
20 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.გორში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სოფლის მეურნეობი სპროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო მუშაობის პროცესს და ვაშლის რეალიზაციის მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა და შპს ,,სამეგობროს" საწარმოში ვაშლის ჩაბარების პროცესს დაესწრო.
19 სექტემბრის მონაცემებით, შპს „სამეგობრომ" ფერმერებისგან 1,530,960 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, თანხამკი 153,096 ლარიშეადგინა, სუბსიდიისსახითსაწარმო 122,278 ლარსმიიღებს.
19 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში საწარმოებში ფერმერებმა 3,572,690 ტონა ვაშლი ჩააბარეს.
პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის და რგის განვითარებას შეუწყობს ხელს.