ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები მიიღებენ სერთიფიკატს და სიმბოლურ საჩუქრებს .
„არტ-ისტის“ მოღვაწეობის ძირითადი სფერო წარმოადგენს ბავშვების განვითარებისთვის ესთეტიური ღირებულებების, სახელოვნებო შემოქმედებითი და პროფესიული უნარების ჩამოყალიბება, ქართული და მსოფლიო კულტურის ფასეულობების წვდომა და თანამედროვე ეპოქაში ამ მონაპოვრების სამოქალაქო ცხოვრებაში დამკვიდრება. სტუდიაში 2014-2017 სასწავლო წლის გამნავლობაში 4 – 30 წლის ასაკის 350 - მდე მოსწავლე 10-მდე საგანს სწავლობს: ხატვას, ფერწერას, კერამიკას, პოლიმერული თიხით ძერწვას, ფოტოგრაფიას, სიმღერას, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურას, ინგლისურს და რუსულს .