ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
არჩევნები საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატაში
30/01/2008

  

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

30 იანვარი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო პირი: რუსუდან ძიგრაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
ოფისის ტელეფონი: 39 90 88 (შიდა 115)
მობილური:
8(99)24 39 49
ელ-ფოსტა: pr@agri.ge
ვებ.გვერდი: http://www.icc.ge

არჩევნები საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 30 იანვარი, 2008 - 28 იანვარს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საქართველოში აირჩია დირექტორთა საბჭო ახალი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ფადი ასლი, აგროტექნიკი ჰოლდინგი
I მოადგილე ჟილბერ ი, ბანკი რესპუბლიკა
II მოადგილე გია ბაზღაძე, ერნსტ ენდ იანგი
საბჭოს წევრი: ბურაქ ბირჰექიმოღლუ, თავ ურბან საქართველო
საბჭოს წევრი: ჰალიმ დაუ, ქულზონ
საბჭოს წევრი: ნიკა ღვინაძე, DLA PIPER
საბჭოს წევრი: გიორგი ისაკაძე, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია
საბჭოს წევრი: სტივ ჯონსონი, სასტუმრო ბეტსის
საბჭოს წევრი: გია კაკაბაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ძიგრაშვილი

საერთაშორისო სავაჭრო პალატა დაარსდა 1919 წელს. ამ დროიდან იგი ეხმარებოდა საწარმოებს საკუთარი მტკიცე სტრატეგიული პოზიციის ჩამოყალიბებასა და მათ გატარებაში ეროვნულ და სერთაშორისო დონეზე. დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატა აერთიანებს ასეულათასობით წევრ კომპანიას და ასოციაციას 130 ქვეყანაზე მეტიდან. საერთაშორისო სავაჭრო პალატა წარმომადგენლობითი ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვადასხვა სექტორში მოქმედი საწარმოები მსოფლიო მასშატაბით.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ძირითად მისიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ კომერციული და საინვესტიციო საქმიანობის პრომოუშენი წარმოადგენს; იგი ეხმარება ბიზნეს კორპორაციებს გაუმკვლავდნენ ამოცანებს, რომელთა დაძლევაც მათ აქტიურად მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში უწევთ. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს, რომელშიც შედის საერთაშორისო არბიტრაჟი და დავის გადაწყვეტა, წეს-კანონების შედეგნა, თვითმმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა გვთავაზობს ისეთ აუცილებელ მომსახურებას, როგორიც არის საერთაშორისო სასამართლო არბიტრაჟი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მსხვილ საარბიტრაჟო ინსტიტუტს წარმოადგენს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, დიდ რვიანთან და სხვა შიდასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მიზნის მისაღწევად საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საქმიანობის გარკვეული სპექტრი შეიმუშავა. მაგალითისათვის საერთაშორისო სასამართლო არბიტრაჟი ყველაზე გავლენიანია მსოფლიოს მასშტაბით მათ შორის, ვისაც ამ ტიპის მომსახურების შემოთავაზება შეუძლია; არასავალდებულო წესებისა და კანონების ნუსხა რომელიც არბიტრაჟმა ბიზნეს ორგანიზაციებისათვის დაადგინა, კარგად ერგება როგორც საბანკო თუ მარკეტინგის სფეროს, ასევე ანტიკორუფციულ საქმიანობას.

"საქართველოს ახლა როგორც არასოდეს სჭირდება აქტიურად მოქმედი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებასთან და მის მოკავშირე პასუხისმგებელ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შექმნის ხელსაყრელ გარემოს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად" განაცხადა ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭო უახლოეს მომავალში განახორციელებს შეხვედრებს როგორც ხელისუფლებისა და პარლამენტის, პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის დამფუძნებელი წევრები გახლავთ საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია.

წაკითხულია: 10658