აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
თბილისი, 02 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ. 3, 5 და 6 მაისი, საქართველოს ბანკის სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.
შაბათს, 4 მაისს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და ექსპრესის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 5 მაისი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 4 მაისის ჩათვლით.
7 მაისიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.