პრესრელიზი
12 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
თბილისი, 12 აპრილი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ. 13, 15 და 16 აპრილი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.
შაბათს, 14 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და ექსპრესის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 13 და 14 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 12 აპრილს, 21:00 საათამდე ექსპრესის სერვისცენტრებში ან 20:00 საათამდე მეტროს სერვისცენტრებში. ხოლო მათ ვისაც დაანგარიშების თარიღი აქვს 15 და 16 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 14 აპრილს, 14:00 საათამდე. საკრედიტო ბარათზე მინიმალური თანხის დაფარვა, მომხმარებელს შეეძლება 12 აპრილს 21:00 საათამდე და 14 აპრილს 14:00 საათამდე.
17 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.