ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/08/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ უმასპინძლა.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ უმასპინძლა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა კოლეჯის ახლადრეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა. დავით ფერაძემ და სინტია ჰუგერმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
"მოხარული ვარ, რომ დღეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ვსტუმრობ. ეს პროექტი აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. კოლეჯის რეაბილიტაცია და აღჭურვა დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
კოლეჯის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა, აქ განთავსებული სიმულატორები პასუხობს განათლების თანამედროვე სტანდარტებს. მჯერა, რომ გაიზრდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიონალების რაოდენობა, რაც, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოში წარმატებულად მიმდინარეობს" - ამბობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი სინტია ჰუგერი.
სინტია ჰუგერმა, თბილისში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან. მხარეებმა ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონი ჰუგერი, 24 აგვისტოს გოგონების სართაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ (WiSci – Georgia) დახურვის ცერემონიას დაესწრება.
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს და უმსხვილეს ინვესტიციას, აშშ-ის მთავრობის გრანტს, საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებისთვის.
წაკითხულია: 2093