„პროექტის საბოლოო მისიაა, საქართველოში ისეთი პროფესიული განათლების პროგრამები დავაფუძნოთ, რომლებიც შრომის ბაზრის და დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად იქნება შემუშავებული და დანერგილი. რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - დასაქმებასა და ასევე თანამედროვე, მაღალხარისხიანი პროფესიული განათლების დანერგვას“ - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
საგრანტო კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა, მისი მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდა. მესამე რაუნდში 43 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც დაფინანსდა 10 განაცხადი, ჯამური ბიუჯეტით 190,295 აშშ დოლარი, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებას. 2016-2017 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 17 პროექტი. განხორციელებული პროექტების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.iswd.ge.