ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/11/2016
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი დემირელის კოლეჯში
3 ნოემბერს, დემირელის სახელობის კოლეჯს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ. საპატიო სტუმრებმა ბატონმა რაიან კოენიგმა და ქალბატონმა მედიკო ქოჩორაძემ საქმიანი შეხვედრა გამართეს სკოლის ადმინისტრაციასთან, დაათვალიერეს კოლეჯის ახალი შენობა და პირადად გაეცნენ სასწავლო პროცესსა და სკოლის მოსწავლეებს.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ კოლეჯის მრავალწლიან ისტორიასა და წარმატებებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება სტუმრებზე ნორჩმა გამომგონებლებმა მოახდინეს, რომლებმაც სტუმრებს საკუთარი გამოგონებები რობოტიკსის კლუბში წარუდგინეს.
"ჩვენი კოლეჯისთვის დიდი პატივია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი. გვიხარია, რომ სტუმრებმა მხარდაჭერა გამოხატეს და დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებით. სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი სკოლის მიღწევებსა და მრავალწლიან გამოცდილებას. გვჯერა დიპლიმატიური კორპუსისა და ზოგადად საერთაშოსირო ორგანიზაციების მხარდაჭერა მხოლოდ სასიკეთო როლს შეასრულებს ჩვენი კოლეჯის შემდგომ წინსვლაში.“- განაცხადა შეხვედრის დასასრულს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო კავთიაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა რაიან კოენიგმა საკუთარი შთაბეჭდილება კოლეჯის შთაბეჭდილებების წიგნშიც დატოვა და მასპინძლებს მომავალ ვიზიტამდე დაემშვიდობა.
ორგანიზაციის შესახებ
დემირელის სახელობის კოლეჯი 23 წლის წინ დაფუძნდა. წლების განმავლობაში კოლეჯმა აღზარდა არაერთი წარმატებული მოსწვალე.
სკოლის მიზანია აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, ანალიტიკურად მოაზროვნე, თავისუფალი, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მოტივირებული და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე ახალგაზრდები; შეუქმნას მოსწავლეებს ყველა პირობა, რომ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენა და რეალიზება;
დღესდღეობით კოლეჯში 7 სხვადასხვა ეროვნების, 500-მდე მოსწავლე იღებს განათლებას. მულტიკულტურული გარემო, რომელშიც კოლეჯის მოსწავლეები იზრდებიან ხელს უწყობს აღზარდოს დემოკრატიულ ფასეულობების მატარებელი მსოფლიო მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ.
წაკითხულია: 6145