ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/07/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
აჭარაში, სამი სკოლის რეაბილიტაციისთვის 1.5 მილიონ დოლარი დაიხარჯება
აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აჭარაში სამ საჯარო სკოლას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. რეაბილიტაციის შემდეგ ტექნიკითა და ლაბორატორიებით სრულად აღიჭურვება ბათუმში მე-18, ქობულეთის და ლეღვას საჯარო სკოლები. რეაბილიტაციაზე 1.5 მილიონი დოლარი დაიხარჯება
დასავლეთ საქართველოს 17 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ჩვენ 15 მილიონი ამერიკული აშშ დოლარი გვაქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საჯარო სკოლები სრულად განახლდება და შეიცვლება ინფრასტრუქტურა. სკოლები აღიჭურვება ახალი ლაბორატორიებითა და კაბინეტებით. ასობით მოსწავლე მომავალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლებში ისწავლის, ხოლო მხოლოდ აჭარის სამი სკოლის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონ აშშ დოლარია გათვალისწინებული. რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლეს““ - აღნიშნა ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
მთლიანობაში, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შედეგად, დასავლეთ საქართველოში დასაქმდება 1500-მდე მოქალაქე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო გამოცდილების გაზიარებასა და დამკვიდრებას.
დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2943