პრესრელიზი
14 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
პიარ კონსულტანტი
ელდარ პირმისაშვილი
5 58 44 55 66
eldarpr@gmail.com
ფაბლისითი ჯგუფი აჭარის მთავრობას პიარ კონსულტირებას გაუწევს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 აგვისტო, 2012 - ფაბლისითი ჯგუფი და პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საზოგადოებასთნ ურთიერთობის საკითხებში კონსულტირებას გაუწევს. თანამშრომლობას კომპანია ფაბლისითი ჯგუფი ტენდერში გამარჯვების საფუძველზე განახორციელებს, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა.
აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საკითხებში ტექნიკური დახმარების გაწევა.