ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აჭარის მთავრობის 4 თვის საქმიანობის ანგარიში
03/03/2013

პრესრელიზი

3 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

აჭარის მთავრობის 4 თვის საქმიანობის ანგარიში

3 მარტს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საზოგადოებას განვლილი 4 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ხაბაძე წარუძღვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ფერმერები, ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება აჭარის მთავრობის საქმიანობის შესახებ - რა გაკეთდა განვლილ 4 თვეში და რის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში;  აჭარის მთავრობის გახსნილი და რეგულარული ურთიერთობის მექანიზმების შემუშავება საქმიანობის გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, მისი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.


შეხვედრაზე განხილული იქნა: აჭარის მთავრობის პრიორიტეტები, გაწეული საქმიანობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი მიმართულებები.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და განხილულ იქნა რიგი პრობლემები და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები.

წაკითხულია: 2220

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში