ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/12/2016
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
აჭარის რეგიონის ყველაზე წარმატებულმა სკოლამ ჟურნალისტებს უმასპინძლა
5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
საინფორმაციო ტურში 17 მედია საშუალების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პირადად შეხვდენე სკოლის დირექტორს ბატონ ელგუჯა დავითაძესა და სკოლის ადმინისტრაციას. შეხვდერის ფარგლებში ბატონმა ელგუჯამ სტუმრებს გააცნო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები; საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მიღწეული გამარჯვებები, ასევე ის სიახლეები, რომელსაც სკოლა გეგმავს მიმდინარე და მომავალ სასწავლო წელს. ტურის განმავლობაში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სკოლოს კამპუსი, დასწრებოდნენ სასკოლო პროცესს და შეხვედროდნენ სკოლის წარმატებულ მოსწაველეებს.
საინფორმაციო ტურში 17 მედია საშუალების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პირადად შეხვდენე სკოლის დირექტორს ბატონ ელგუჯა დავითაძეს. შეხვდერის ფარგლებში ბატონმა ელგუჯამ გააცნო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და ის სიახლეები, რომელსაც სკოლა გიგმავს მიმდინარე სასწავლო წელს. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სკოლოს კამპუსიც.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო ტური შაჰინის სკოლაში პირველად ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტებისთვის დეტალურად მიეწოდებინათ ინფორმაცია სკოლა-ლიცეუმის შესახებ.
„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება და ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მასპინძლობა შაჰინის სკოლაში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აჭარის რეგიონიში ჩვენი სკოლა-ლიცეუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა. ჩვენ მზად ვართ მსაგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატური სახე მივცეთ, სადაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება პირადად გაეცნოს იმ წარმატებებს, რასაც სკოლის მოსწავლეები აღწევენ, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით“. - განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა ბატონმა ელგუჯა დავითაძემ.
ორგანიზაციის შესახებ
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი 1994 წელს დაარსდა. მას 375 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა უმეტესობას წარმატებული კარიერა აქვს ბიზნესის, აკადემიურ და სხვა სფეროებში.სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო კონკურსებში. სკოლას ჰყავს არაერთი ნიჭიერი სტიპენდიანტი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალგაზრდა. თავდაპირველად სკოლაში მოსწავლეთა მიღება მეშვიდე კლასიდან იყო შესაძლებელი. 2004 წელს დაარსდა დაწყებითი სკოლაც. ამჟამად სკოლაში სწავლა 12 წლიანია. 2010 წელს სკოლა საკუთარ შენობაში გადავიდა აქვს ევროპული სტანდარტებით კეთილმოწყობილი კაბინეტები, სამუშაო და საკლასო ოთახები. სკოლას ემსახურება მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი.
წაკითხულია: 4490