ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგაზარდა მეწარმე საზღვრისპირა ზოლში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის
გიორგი ნაოჭაშვილი 23 წლის მეწარმეა, მას ერთ-ერთი წარმატებული ფერმა აქვს გორის რაიონში. იგი გასულ წელს ჩერთო YES-Georgia-ს პროექტში, რომლის ფარგლებში საზღვრისპირა რეგიონში უკვე რამოდენიმე ბიზნეს წამოწყება დაფინანსდა.
2008 წლამდე ნაოჭაშვილების ოჯახს ღორების ფერმა ქონდა გორის რაიონის სოფელ ქიწნისში. სწორედ ამ პერიოდიდან, პატარა ასაკის გიორგი აქტიურად იყო ჩართული სამეურნეო საქმიანობაში და საოჯახო ბიზნესში. 2008 წლის ომში, როდესაც მთელი სოფელი იბომბებოდა, გიორგის ფერმის სახურავსაც დაეცა ბომბა, რის შედეგადაც ფერმა საკმაოდ დაზიანდა და ოჯახი იძულებული შეიქნა შეეჩერებინა ბიზნეს საქმიანობა. უკვე მოგვაინებით, რამოდენიმე წლის შემდეგ გიორგიმ Yes-Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით აღადგინა „ღორების ფერმა“, სადაც იგი საკუთარ ოჯახთან ერთად მუშაობს. პროექტის დახმარებით ახალგაზრდამ არა მარტო ფინანსური დახმარება, არამედ ცოდნაც მიიღო, თუ როგორ ემართა საკუთარი საქმე და როგორ მიეღწია დასახული მიზნისთვის.
დღეს, ახალგაზარდა მეწარმე გეგმავს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალი სტანდარტების ფერმა შექმნას რეგიონში. მართალია მისი საწარმო მხოლოდ სტარტაპია და ეხლა იკიდებს ფეხს, მიუხედავად ამისა ახალგაზარდა მეწარმეს უკვე აქვს ზრდა ბიზნეს მიმართულებით. იგი ცდილობს აწარმოოს ჯანსაღი, სანდო და ხარიასხიანი ღორის ხორცი, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება მომხმარებელზე და მათ კმაყოფილებაზე ფასითაც და ხარისხითაც. გიორგის მიზანია განავითაროს თავისი ფერმა და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილებიც. ის აპირებს თავის ფერმაში დამატებით რამოდენიმე ადგილობრივი დაასაქმოს და ამით ხელი შეუწყოს საზღვრისპირა ზოლის კიდევ უფრო გააქტიურებას და იქ სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე ახალგაზრდა მეწარმე ღორის ხორცით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს და სასურსათო მაღაზიებს.
‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში შექმნილ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3339