ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგაზრდა დედამ საკუთარი სახლი საწარმოდ აქცია
გუკო გასიტაშვილი ახალგაზრდა მეწარმეა. იგი უკვე მეორე წელია რაც საკუთარ მცირე საწარმოს უდგას სათავეში და ბავშვებისთვის ნატურალურ ფეხსაცმელს ამზადებს.
იგი 0-დან 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის ნატურალური ტყავის, ეკომეგობრულ, ხელნაკეთ ფეხსაცმელს ქმნის. პროფესიით ფსიქოლოგმა, შვილის შეძენის შემდეგ გადაწყვიტა ბავშვთა ფეხსაცმლის დიზაინერი და მეწარმე გამხდარიყო. ამ იდეის განსახორციელებლად მან სტარტაპი „გაფ.GuF“-ი წამოიწყო და პროექტ Yes-Georgia-ს ბენეფიციარი გახდა.
„პროექტ Yes-georgia-ს ფარგლებში არა მხოლოდ ახალი ცოდნა მივიღე, თუ როგორ დამეგეგმა ჩემი საწარმო, არამედ რაც ყველაზე სასიხარულოა საწყისი კაპიტალიც მივიღე სტარტაპის გასამართად. მენტორები დღემდე მეხმარებიან სხვადასხვა რჩევებით. ვფიქრობ ჩემი საწარმო დედობისა და ბიზნეს იდეის საუკეთესო შეთავსებაა. დღეს უკეთ ვიცი როგორი ფეხსაცმელით შეიძლება ისარგებლოს ჩემმა პატარა მომხმარებელმა,“ - ამბობს გუკო გასიტაშვილი.
გუკომ USAID/Georgia-ს პროექტ Yes Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც საწყის ეტაპზე სჭირდებოდა და წარმოების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. დაფინანსების შემდეგ მან სახლის ნაწილი საწარმოს დაუთმო და ამ ეტაპზე დედობასა და სამეწარმეო საქმიანობას იდეალურად უთავსებს ერთმანეთს. მიაჩნია, რომ შვილთანაც დიდ დროს ატარებს და პატარაც მისი ახალი ინსპირაციებისა და გეგმების დიდი მთავარი მიზანიცაა. ამჟამად გუკო ონლაინ გაყიდვებს და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ გეგმავს სავაჭრო ცენტრებში სტენდების განთავსებასაც.

დღეს, ახალგზარდა მეწარმემ უკვე ზუსტად იცის რა სჭირდებათ პატარებს და როგორი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებლებს. იგი საკუთარი დიზაინით კრეატიულ და მოდურ საბავშვო ფეხსაცმელს ამზადებს და საშუალებასაც აძლევს მომხმარებლებს, რომ საკუთარი გემოვნებით შეცვალონ სხვადასხვა დეტალი, ან ინდივიდუალური და განსხვავებული დიზაინი შეუკვეთონ საწარმოს. სტარტაპი „გაფ.GuF“-ი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის გამოფენებში და საკმაოდ პოპულარულია ქართველ დედებშიც.
ორგანიზაციის შესახებ
‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.
წაკითხულია: 7597