ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგაზრდა მეფუტკრე ცაიშიდან მეფუტკრეობის ტრადიციას აგრძელებს
შაკო ქარჩავა 22 წლის მეწარმეა. სტუდენტი წარმოშობით ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიშიდან არის. ახალგაზრდა მეწარმეს წინაპრების ტრადიციების გაგრძელება და ამ ტრადიციის ბიზნესად ქცევა სურდა. შაკოს მეფუტკრეობა ძალიან აინტერესებს და ჯერ კიდეც მცირე ასაკიდან ცდილობდა შეესწავლა ყველაფერი, რაც ამ სფეროსთან იყო დაკავშირებული.


„წინაპრების ტრადიციის გაგრძელება მინდოდა. ჩემი გადაწყვეტილებაც - ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ჩართვასთან დაკავშირებით, სწორედ ამას უკავშირდება. ეს წინაპრების ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა. ჩემი ოჯახის რამდენიმე თაობა მეფუტკრეობით იყო დაკავებული. დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა წინაპრების ტრადიცია და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი იდეის განხორცილებაში YES GEORGIA დამეხმარებოდა.“
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის დასრულების შემდეგ შაკომ 40 ოჯახამდე ფუტკარი შეიძინა და საქმიანობაც აქტიურად დაიწყო. ამ ეტაპზე YES GEORGIA-სთან ერთად დისტრიბუციის გაზრდაზე მუშაობას იწყებს. ახალგაზრდებს კი მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ მსგავს პროგრამებში, რადგან სჯერა, რომ ამ ტიპის ტრენინგებზე და პროგრამებში მიღებეული ცოდნა საფუძველია ყველანაირი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.
‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში შექმნილ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტის შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID). ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მეწარმეთა სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. გასული სამი ეტაპის შედეგად ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნეს საქმიანობას.
წაკითხულია: 3971