„უწყლოობის გამო, მორწყვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სოფელის მოსახლეობისთვის, რის გამოც კარტოფილის წარმოება სოფლის მეურნეობის რთულ დარგს წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის. გამიჩნდა იდეა, რომ სოფლისთვის შემეძინა მოძრავი სარწყავი სისტემა, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში დიდი ფართობის მიწის მონაკვეთს მორწყავდა. იქნებოდა მობილური და ადვილად გადასატანი, რომ მთელი სეზონის განმავლობაში თანაბრად გადანაწილებულიყო ყველა მსურველზე,“ - ამბობს როინ ბერიძე.
როინმა საკუთარი იდეის განხორციელება პროექტ „Yes Georgia“-ს მეშვეობით სცადა. „მეწარმეთა სკოლაში“, მოხვედრის შემდეგ, მან შეისწავლა მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პროექტის ბენეფიციარიც გახდა და საშუალება მიეცა იდეა რეალობად ექცია. დღეს მისი პორტატული და მოქნილი სარწყავი სისტემის წყალობით სოფლის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ სოფლის მეურნეობის ეს დარგი (მეკარტოფილეობა) ძირითად ბიზნესად აქციონ. ახალგაზრდა მეწამემ პროექტის ფარგლებში მოსაწამლი ავზიც შეიძინა და ადგილობრივებიც დაასაქმა.