არჩილ გობეჯიშვილი 2016-2017 წლებში სწავლობდა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ საგანმანათლებლო პროგრამაზე „დურგალი“. მან სულ რამოდენიმე თვეში შეძლო შეექმნა თვისი ნამუშევრების კოლექცია. სწავლის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ კოლეჯი "სპექტრი"-ს და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო არჩილის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხათ ასოციაცია "ანიკა"-ს ბენეფიციარებს. რამოდნეიმე თვის წინ არჩილმა მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროს და ინოვაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ პროფესიულ ჰაკათონში. თავისი პროეტის პრეზენტაციით მან წარმატებით გაიარა პირველი ტური, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გუნდის წევრთან ერთად პროექტზე ყოველდღიური მუშაობით შეძლო დაემზადებინა საკუთარი იდეის პროტოტიპი, რომელმაც ჰაკათონის ჟიურის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი პროფესიული ჰაკათონის გამარჯვებულიც გახდა.