ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მეწარმეთა ახალი ნაკადი მიიღეს
26 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ცენტრ ტერმინალში (აბაშიძის ქ. N34) USAID-ის პროექტ Yes-Geogia-ს მიერ ოფიციალურად გაიხსნება “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა”, სადაც გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა და ტრენინგი თბილისის “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში” მონაწილეებისთვის. სკოლის მეოთხე ნაკადის მიღებას დაესწრება USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, რომელიც საზეიმოდ გახსნის მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღებას. შეხვედრას თბილისის მასშტაბით რეგისტრირებული 16-დან 27 წლამდე ასაკის ორმოცამდე ახალგაზრდა დაესწრება, რომელთაც საშუალება ეძლევათ მიიღონ შესაბამისი სამეწარმეო განათლება და თანადაფინანსება თავიანთი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად. პარალელურად საორიენტაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს 6 სხვადასხვა ქალაქში, სადაც ახალგაზარდა სტარტაპერები და პროექტის მონაწილე ახალგაზრდები უკეთ გაეცნობიან „Yes Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რასაც მათ ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა’’ სთავაზობს.
ამ ეტაპზე მეწარმეთა სკოლამ პროექტის ფარგლებში სწავლების 3 რაუნდი გამართა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნეს საქმიანობას.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნა - ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელამდე გადასვლა. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას.
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
ორგანიზაციის შესახებ
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 2 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს მასშტაბით გადამზადდა 400-ზე მეტი ახალგაზრდა და დაფინანსდა 35 ბიზნეს-ინიციატივა. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი დაგეგმილია დამატებით 400 ახალგაზრდის გადამზადება და 30 ახალი ბიზნესის დაფინანსება. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად ხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.
წაკითხულია: 2158