საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებია. გუნდის სამი წევრი დავით რიჟინაშვილი, ლექსო ფიჩხაძე და ლევან გოჯიაშვილი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა, ხოლო საბა თავდგირიძე კი კომაროვის სკოლიდანაა. ბიჭები უკვე ერთ კვირაზე მეტია აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე ინტენსიურ მომზადებასა და მეცადინეობას გადიან. ოლიმპიელთა სასწავლო პროცესს საქართველოს წამყვანი სპეციალისტები: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია და თინათინ ბუთხუზი ხელმძღვანელობენ.