ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალგაზრდები გორის თვითმმართველობის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
11/09/2014

პრესრელიზი

11 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
საზოგადოებრივი კავშირი
,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი "
მისამართი: გორი.1400 საქართველო
სტალინის გამზ. N10
ტელ: +995 599 299211
ელ. ფოსტა: omadze.n@gmail.com

ახალგაზრდები გორის თვითმმართველობის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

გორის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები და კოორდინატორი ლალი ომიაძე, დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს შეხვდენენ.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო, საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში" გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება.

"საინტერესო ორგანიზაცია, საინტერესო პროექტი და საინტერესო ახალგაზრდები გავიცანი დღეს. ძალიან საჭირო საქმეს მოკიდეს ხელი - ახალგაზრდები სწავლობენ თვითმმართველობის მუშაობის სტრუქტურას, განაწილებული აქვთ სფეროები და დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა დადებითი შედეგის მომტანი იქნება გორის მუნიციპალიტეტისთვის" - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაპუნა კობერიძემაც. 
"მივესალმები ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ჩვენთვის, საკრებულოს წევრებისთვის, საინტერესო იქნება ახალგაზრდული ხედვა, მათ მიერ გამოკვეთილი პრობლემების გაცნობა. მათ შეუძლიათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, ჩვენის მხრივ კი მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შედის ჩვენს კომპეტენციაში" - აღნიშნა მან.

გორის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები ასევე გაესაუბრნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ადამიანის უფლებების, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს თამარ თედლიაშვილს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარეს ხათუნა ხათაშვლს, რომლებთანაც ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გორის ახალგაზრდული თვითმმართველობა შექმნილია პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში", რომელსაც ახორციელებს ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" European Endowment For Democracy-ის ფინანსური მხარდაჭერით.

წაკითხულია: 3136

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში