ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალგაზრდული ეკო-სამიტი
20/04/2013

პრესრელიზი

20 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

ახალგაზრდული ეკო-სამიტი

22 აპრილს, 10:00 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროში ახალგაზრდული ეკო-სამიტი გაიმართება. ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" (WUGS) ვიცე- თავმჯდომარე მარიამ ხოხობაია გახსნიან.

„ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ინიციატივით სამიტისთვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 20- მდე ახალგაზრდა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა გარემოს დაცვის საკითხებში, შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გამოთქვან მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე

სამიტის ფარგლებში  სემინარებს ჩაატარებენ მწვანეთა პარტიის ლიდერი  გია გაჩეჩილაძე, „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლეილა გვერდწითელი და ჟურნალისტი გარემოს დაცვის საკითხებში თინათინ მოსიაშვილი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაციას და მათ ჩართულობას სხვადასხვა ეკო-პროექტებში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროექტი ჩატარდება ყოველწლიურად სამ ეტაპად: შერჩევითი ეტაპი, სამიტი, აქტივობები სამიტიდან სამიტამდე.

წაკითხულია: 2256