ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/04/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგზარდა მწერალი მარნეულიდან ესეების კონკურსის გამარჯვებულია
მარია გასანოვა 14 წლის, დამწყები მწერალია. მიუხედავა მისი პატარა ასაკისა მან უკვე მოასწრო საკუთარი თავის დამკვიდრება და არაერთი წარმატების მიღწევა. მარია ეთნიკურად აზერბაიჯანელია და იგი ქალაქ მარნეულში მრავალშვილიან ოჯახში, წარმატებულ უფროს დებთან ერთად იზრდება. დაწყებითი განათლება მან ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მიიღო. მისი პირველი წარმატების ისტორიაც სწორედ ამ სკოლიდან იწყება, სადაც ნიჭიერ მოსწავლე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პედაგოგებს. 7-8 წლის ასაკიდან სკოლის ხელშეწყობით მარია აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის ვოკალურ და საგანმანათლებლო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მიუხედავად მისი პატარა ასაკისა იგი უკვე იყო არაერთი კონკურსის პრიზიორი. ეთნიკურად არაქართველი გოგონა ქართული ენის ოლიმპიადების გამარჯვებული და ფინალისტიცაა. მისი ერთ-ერთი წარმატება „საუკეთესო დეკლამატორის“ სტატუსს უკავშირდება.
უკვე 10 წლის ასაკში ქართული ენის რესპუბლიკური ტურის გამარჯვებულიც გახდება „საუკეთესო მუსიკალური ნომრის ნომინაციაში“. ამ წარმატების შემდეგ მარია გასანოვამ სხვადასხვა მუსიკალური სტუდიებიდანაც მიიღო მოწვევა სწავლის გასაგრძელებლად, უკვე როგორც დამწყებმა მომღერალმა.
ნიჭიერი მოსწავლის წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა საზოგადოებისთვის. 12 წლის ასაკში იგი ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლიტერატურული კონკურსის "პოეზიის ინტეგრალების" მუნიციპალურ ტურში გამარჯვებისთვის დააჯილდოვა.
მიმდინარე წელს მარია გასანოვამ ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა პროექტ "სენტენციაში".
ნიჭიერი ახალგაზრდის ბოლო წარმატება „გურულ დღიურებს“ უკავშირდება. რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წარმოებულ ოლიმპიადაზე, პატარა მწერალმა პირველი ადგილი მოიპოვა. კონკურსის თანახმად მას ერთ წლიანი სტიპენდია დაენიშნა. პროექტის ავტორი გიორგი კეკელიძე პირადად ეწვია ქალაქ მარნეულს და პატარა მწერალი სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3387