ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი გულ-სისხლძარღვთა ტექნოლოგიები მრავალი ქართველი პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს
11/11/2014

ახალი გულ-სისხლძარღვთა ტექნოლოგიები მრავალი ქართველი პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს

გულის უეცარ გაჩერებასთან დაკავშირებული პრევენციული მიდგომების თემაზე თბილისში პირველ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართება
2014 წლის 14-15 ნოემბერს, თბილისში გულის უეცარი გაჩერების პრევენციის, თანამედროვე მიდგომებისა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თემაზე პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია და მასტერ-კლასი გაიმათება. ღონისძიება ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდება..

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი პაპიაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რობერტ ჰატალა სლოვაკეთიდან და ჩეხი პროფესორი იოზეფ კაუცნერი გულის უეცარი გაჩერების წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მიღწევებს წარმოადგენენ. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება და გულის უეცარი გაჩერების პრევენციის ყველაზე თანამედროვე მეთოდები.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წამოადგენს მსოფლიოში. ყოველ წლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით: ინფარქტით და ინსულტით დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების 69%-ს სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადება წარმოადგენს.

ორ დღიანი ღონისძიების მიზანია ქართველ და უცხოელ კოლეგებს გააცნოს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები გამართავენ პლენარულ საგანმანათლებლო სესიებსა და მასტერ-კლასებს. ქართველი ექიმები და სპეციალისტები სრულ ინფორმაციას მიიღებენ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გაეცნობიან გულის რესინქრონიზაციულ თერაპიისა და ექოკარდიოგრაფიის საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც უკვე ადაპტირებულია ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ.

მედიას ვიწვევთ პრესკონფერენციაზე დასასწრებად:
2014 წლის 14 ნოემბერი, პარასკევი, 11:00, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, მე-5 საკონფერენციო დარბაზი


საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GEHRA) შესახებ
საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია 2011 წელს დაარსდა. მასში გაწევრინებულები არიან გულის რიტმის დარღვევების სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები. ასოციაციის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გულის რიტმის დარღვევების შესახებ. საქართველოში დამკვიდრდეს არითმიის მქონე პაციენტების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და სტანდარტები. გაუმჯობესდეს პროფესიული კომუნიკაცია ამ სფეროში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს შორის.

ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) შესახებ
ევროპის გულის რიტმის ასოციაცია (EHRA) წარმოადგენს ევროპის კარდიოლოგიის ასოციაციის ფილიალს, რომელიც 2004 წლის სექტემბერში საფრანგეთში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია გააუმჯობესოს ევრპელი მოსახელობის სიცოცხლის ხარისხი ინფარქტების შემცირებისა და გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე.

მედტრონიკის (Medtronic) შესახებ
კომპანია Medtronic, Inc. (სათაო ოფისი მდებარეობს მინეაპოლისში) (www.medtronic.com) - არის სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი ლიდერი კომპანია მსოფლიო მაშტაბით. კომპანიის მიერ წარმოებული ტექნოლოგიები ემსახურება მილიონობით პაციენტს ტკივილის შემსუბუქების, ჯანმრთელობის აღდგენისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

 

წაკითხულია: 3587