ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი ინფო-გრაფიკა flydubai-სგან
29/07/2013
 
 

პრესრელიზი

29 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

ახალი ინფო-გრაფიკა კომპანია flydubai-სგან
 
ავიაკომპანია ახალ ვიზუალურ მასალას ავრცელებს, სადაც წარმოდგენილია კომპანიის უახლესი მიღწევები.
 
 

დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს სიახლები შესთავაზოს მომხმარებლებს მგზავრებს მოუხსნას ყოველგვარი ბარიერები და სირთულეები, რომელსაც ისინი მგზავრობის პერიოდში შეიძლება წააწყდნენ. ავიაკომპანია თავისი მუდმივად მზარდი ქსელის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს და ამყარებს მათ შორის არსებულ კავშირებს.
2009 წლიდან, ოპერირების დაწყებიდან - დღემდე ავიაკომპანიამ შექმნა:
• ოპერირების ქსელი, რომელიც 65 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის 15 ახალი მიმართულება 2013 წლის იანვრიდან დაემატა;
• ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო 44 ახალი მიმართულებით, სადაც მანამდე არცერთ ადგილობრივ ავიაგადამზიდავს პირდაპირი რეისი არ შეუსრულებია;
• ავიაკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა უკვე 2000 ადამიანისგან შედგება;
• მგზავრებს ავიაკომპანია სპეციალურ 1000 საათიან გასართობ პროგრამას სთავაზობს, რომელიც უახლესი HD აპარატურით ხორციელდება და მოიცავს უახლეს ფილმებს, სიმღერებსა და თამაშებს. სპეციალური პროგრამა ბავშვებისთვისაცაა წარმოდგენილი.;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს ავიაკომპანიას 50 ლაინერი ეყოლება.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში და ეხმარება დუბაის მთავრობას ეკონომიკური გეგმების და ხედვების განხორციელებაში. ახალი მიმართულებების ათვისებით, flydubai ქმნის ახალ სავაჭრო და ტურისტულ შესაძლებლობებს და ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას უწყობს ხელს.
ავიაკომპანიის დამატებითი სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს flydubai.com.

წაკითხულია: 2198