შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარება პრიორიტეტულია, თუმცა თითოეული მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვა. სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა აყენებდეს ზიანს გარემოს და, შედეგად, მოსახლეობის ჯანმრთელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვანია არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების განსაზღვრისთვის.