პრესრელიზი
20 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
ახალი საზღვაო კოლექცია ზარაფხანასგან
საიუვილერო კომპანიამ " ზარაფხანა " დაასრულა მუშაობა ახალ კოლექციაზე რომლის ძირითადი ინსპირაცია ზღვა და ზღვის თემატიკა გახლავთ.
კოლექციის პრეზენტაცია, 21 ივლისს, 21.00 -ზე ბათუმში, სასტუმრო Radisson -ში, ღია ცის ქვეშ ( ნინოშვილის ქ.1 ) საცურაო აუზის ტერიტორიაზე მოხდება.
კოლექციაში წარმოდგენილია 17 ერთეული ნივთი,რომელიც 585 სინჯ ოქროსა და ბრილიანტში არის შესრულებული .
დახვეწილი დიზაინი და თანამედროვე ფორმები განკუთვნილია გემოვნებიანი ქალბატონებისათვის, ვისთვისაც ზაფხულის პერიოდი და მასთან დაკავშირებული ასოციაციები განსაკუთრებით ძვირფასია.
ახალი კოლექციის პრეზენტაციამდე ზარაფხანას მიერ შერჩეული 10 წარმატებული ქალბატონი რამდენიმე დღის განმავლობაში მოირგებს სამკაულებს, რომელიც გაყიდვაში პრეზენტაციის მეორე დღეს თბილისის ყველა მაღაზიასა და ბათუმში გამოჩნდება.
მოგეხსენებათ კომპანია "ზარაფხანას" გააჩნია საქართველოში ყველაზე დიდი, 70 წლიანი გამოცდილება საიუველირო ნაწარმის შექმნაში. კომპანიის ნაკეთობები გამოირჩევა ორიგინალურობით და დახვეწილი დიზაინით. კომპანია მუდმივად ცდილობს რომ შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ტრადიციები და ამავდროულად იყოს თანამედროვე ტენდენციების გამტარებელი.
თანამედროვე მოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, ზარაფხანამ გადაწყივა შესთავზოს სეზონური კოლექციები საზოგადოებას და ამ ეტაპზე საზღვაო თემატიკით შთაგონებულ ნაკეთობებზე გააკეთოს აქცენტი, რომელიც განსაკუთრებით მოუხდება ყველაზე ცხელ და სასურველ სეზონს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თეონა ბაღდავაძეს 597 97 03 53 საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი