პრესრელიზი
31 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
ახალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვას იწყებს
ახალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA - რომელიც პირველ რეისს, 3 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს , ბილეთების გაყიდვას იწყებს .
3 აგვისტოს ( პარასკევის ) რეისი , რომელიც თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიართულებით შესრულდება, პირველი რეისია საქართველოში 2009 წლის მოდელის AIRBUS-ით.
პირველი რეისისათვის ბილეთების შეძენა და დაჯავშნა მგზავრებს დღეიდან კომპანიის გაყიდვების ოფისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და კომპანიის 24 საათიან ქოლ-ცენტრის მეშვეობით, რომლის ნომერიცაა: 2 71 00 00 შეეძლებათ.
ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 190 ლარია, ყველა გადასახდის ჩათვლით.
კომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენების შესრულებას კვირაში რამდენჯერმე აპირებს.
პირველი რეისი ბათუმის მიმართულებით პარასკევს, 20.00-ზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან იგივე ბორდი კვირას 21.45 წუთზე გამოფრინდება.
ავიაკომპანიის სტრატეგიაა რეგიონალური სატრანსპორტო პოლიტიკის დონეზე საქართველოს პოზიციების გაძლიერება და მგზავრებისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტული მომსახურების შეთავაზება.
ბოლო წლებში AIRBUS- მა ასეულობით მილიონი ა.შ.შ დოლარის ინვესტირება მოახდინა თავისი თვითმფრინავების მოდერნიზაციაში, უსაფთხოების გაუმჯობესებასა და მგზავრების კომფორტული მომსახურების საკითხებში.
ახალი AIRBUS კომფორტის უმაღლეს დონეს სთავაზობს მგზავრებს, განახლებული და კომფორტული დიზაინი , დეტალებზე ორიენტირებული სერვისი და მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ განსაკუთრებულად სასიამოვნოს გახდის ნებისმიერ მგზავრის ურთიერთობას ავიაკომპანიასთან.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დატრეინინგებული პერსონალი და მსოფლიო დონის გამოცდილი AIRBUS -ის პილოტები უსაფრთხოების და კომფორტის განსაკუთებულ სინთეზს შესთავაზებენ FLY GEORGIA-ს მგზავრებს.
ბორტზე წარმოდგენლი იქნება ცნობილი ქართველი მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის შედგენილ უგემრიელეს ქართულ-ევროპულ მენიუს ბიზნეს კლასში, ხოლო ეკონომ კლასში - BTA catering-ის მიერ მომზადებულ კერძებს. ასევე გთავაზობთ სასმელების მრავალფეროვან არჩევანს : უმაღლესი ხარისხის სამი სახის ღვინოსა და სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანს, თეონა ბაღდავაძეს 597 97 03 53