ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი ღვინის ფესტივალი 2014
23/05/2014
ახალი ღვინის ფესტივალი 2014

შაბათს, 24 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ „ახალი ღვინის ფესტივალზე," რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი 2014-ის" მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და საკრებულო, საქპატენტი. ფესტივალზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, უმსხვილესი ღვინის კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახური მეღვინეობები ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. საუკეთესო ოჯახურ ღვინოებს, დეგუსტაციის წესით, ღვინის კლუბი შეარჩევს.

ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.

ფესიტივალს მუსიკალურად ჯაზკვარტეტი "IrReSoNic" და ფოლკლორული ანსამბლი „ახალუხლები" გააფორმებს.

პროგრამა:

11:00 კარის გახსნა

12:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა

13:00 ფესტივალის ქვევრის ახდა, რომელშიც საუკეთესო ოჯახური ღვინო იქნება წარმოდგენილი

13:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 „ღვინის კლუბის მეგობრები 20140"-საქართველოს რაგბის ნაკრების დაჯილდოვება

14:30 ღვინით სავსე კასრით გათამაშება

16:00 „ახალი ღვინის ფესტივალში" მონაწილეეების დაჯილდოვება სიგელებითა და „ღვინის კლუბის" სიმბოლოებით

18:00 ფესტივალის დახურვა

 

 

 

 

წაკითხულია: 3568

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში