ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი შეთავაზება "საქართველოს ბანკის" "სესხების საგაზაფხულო კოლექციის" ფარგლებში
15/04/2011


პრესრელიზი

15 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
 

ახალი შეთავაზება "საქართველოს ბანკის" "სესხების საგაზაფხულო კოლექციის" ფარგლებში

თბილისი - 15 აპრილი, 2011 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, "სესხების საგაზაფხულო კოლექციის" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი შეთავაზების "სესხი რემონტისთვის" შესახებ განაცხადა.

იმ მომხმარებელს, რომელსაც სახლის/ბინის გარემონტება და ავეჯის შეძენა სურს, შეუძლია "საქართველოს ბანკში" ისარგებლოს  სესხით სპეციალურად რემონტისთვის, ამისათვის ბანკში უნდა წარადგინოს, რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. ამასთან, მომხმარებელი რომელიც 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით ისარგებლებს სესხით რემონტისთვის, ბანკი საჩუქრად გადასცემს სახლის/ბინის რემონტის დააზღვევის ერთწლიან პოლისს. ამრიგად, თუ მეზობლების მიზეზით, რემონტი შემთხვევით დაზიანდება, მაგალითად, ბინაში წყალი ჩამოვა, ან კედელი გაიბზარება, მომხმარებელს ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. სახლის/ბინის რემონტი დაზღვეული იქნება მთელი წლის განმავლობაში.

"სესხი რემონტისთვის" შეგიძლიათ აიღოთ როგორც დოლარში, ისე ლარში; სესხის მაქსიმალური ვადა 6 წელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს: ან დარეკეთ 444 444.

 

 

წაკითხულია: 2629