მედია ანონსი
26 თებერვალი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო",
მობ: 895 221 999
Anuka@osgf.ge
ახალი წიგნის - „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში" პრეზენტაცია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 თებერვალი, 2011 წელი - 28 თებერვალს, 3:00სთ-ზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" საკონფერენციო დარბაზში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" წიგნის - „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს.
პუბლიკაცია კარგად ცნობილი პროექტის OPENDATA.GE-ს ავტორებმა გამოსცეს. კვლევაში გაანალიზებულია საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხი, კერძოდ, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებ გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია. საუბარია ასევე ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში და მსოფლიოში.
საზოგადოება ასევე, გაეცნობა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კიდევ ერთ გამოცემას, რომელიც ეხება საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
პრეზენტაციაზე დაესწრებიან საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.
წიგნი ღია საზოგადოების ინსტიტუტის (Open Society Institute) და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში გამოიცა.