პრესრელიზი
27 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
‘‘ბავშვები მგზავრობენ უფასოდ''
Kids go for free
12 წლამდე ბავშვები flydubai-ს მეშვეობით დუბაის შოპინგ ფესტივალზე უფასოდ იმგზავრებენ
დუბაის ინოვაციური, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე. ამჯერადაც ავიაკომპანია ქართველ ოჯახებს სპეციალურ აქციას: ‘‘ბავშვები მგზავრობენ უფასოდ'' სთავაზობს. flydubai-ს ახალი შეთავაზების მიზანია მგზავრებს შესაძლებლობა მიეცეთ დუბაიში უფრო ხშირად იმოგზაურონ. პრომო აქცია ასევე მიზნად ისახავს ქალაქ დუბაის, როგორც წამყვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას.
2013 წლის 4 იანვრიდან 4 თებერვლამდე ქართველ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დუბაის შოპინგ ფესტივალის დროს ოჯახებით იმოგზაურონ და დაისვენონ დაუვიწყარ დუბაიში.
2,5 საათიანი ფრენის დროს ყველა ასაკის მგზავრს ასევე შეეძლება ისარგებლოს flydubai-ს 800 საათიანი ფილმოთეკით, რომელიც თავისი კლასის ავიაგადამზიდავებთან შედარებით ყველაზე მეტ ფილმს, სატელევიზიო პროგრამას, თამაშს და აუდიო ჩანაწერს მოიცავს.
flydubai-მ თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულება 2011 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო და პირველი ავიაგადამზიდავი გახდა, რომელმაც გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისი დანიშნა. ფრენების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ახალ მიმართულებაზე მოთხონა კიდევ უფრო იზრდება:
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დუბაი ძალიან სწრაფად გადაიქცა ქართველებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად. დუბაი ქართველ ტურისტებს იზიდავს მისი უსასრულო ქვიშის სანაპიროებით და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობით - ბურჯ ხალიფათი. რაც მთავარია, ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ flydubai-ს პირდაპირი რეისებით, მისი შეღავათიანი და დაბალი ტარიფებით და დროულად შესრულებული რეისის ხარჯზე დაზოგონ დრო, რომელსაც სასიამოვნო დასვენებისთვის გამოიყენებენ.
flydubai მგზავრებს არა მხოლოდ თბილისი-დუბაის მიმართულებით აძლევს მგზავრობის საშუალებას, არამედ აკავშირებს მათ ისეთ ეკზოტიკურ მიმართულებებთან, როგორიცაა კოლომბო (შრილანკა) და მალე, მალდივის კუნძულები.
flydubai-ს მომსახურეობის მარტივი მოდელი გააჩნია, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ სერვისის საფასურს, რომელიც მას სჭირდება. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს სხვადასხვა გასართობი საშუალებითაც შეუძლიათ ისარგებლონ. მათ საშუალება აქვთ აირჩიონ სხვადასხვა საკვებისა თუ გამაგრილებელი სასმელებისგან შემდგარი მენიუ და Duty Free-ს მრავალფეროვანი პროდუქცია.
ბილეთების შეძენა