პრესრელიზი
31 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
Tel.: +995 32 2727224
+995 577 293979
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
1 ივნისს, 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კუს ტბაზე გაიმართება ეკო-პიკნიკი, ეკო-დებატები, წყლის ველოსიპედებით გასეირნება და სხვა ღონისძიებები თბილისისა და რეგიონების ხუთი ბავშვთა სახლის 70-მდე აღსაზრდელისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, აგრეთვე კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ECOVISION-ის, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიება იმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით. მხარდამჭერებს შორის არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვისოლ ჯგუფი, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი", „IDS ბორჯომი საქართველო", Aversi, ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი, „პალიტრა მედია".