პრესრელიზი
19 მაისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბავშვო ფესტივალი ჰიპერმარკეტ გუდვილიდან იწყება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 მაისი , 2011 წელი - 20 მაისიდან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული, ახალგაზრდული, საბავშვო ფესტივალი სტარტს ჰიპერმარკეტი გუდვილიდან იღებს.
ხვალ, 20 მაისს, 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ გუდვილში გაიმართება მუსიკალური ღონისძიება, რომელსაც ანსამბლი „გვირილა" წარმოადგენს, პროგრამას წარუძღვებიან ნუგზარ კვაშალი და ნინო ჩიხლაძე. ღონისძიებას დაეწრებიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლი "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი თბილისის" 12 წლამდე ასაკის აღსაზრდელები. ღონისძიების შემდეგ კომპანია გუდვილი მათ გაუმასპინძლდება და საჩუქრებსაც გადასცემს.
კომპანია გუდვილი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გახსნის დღიდან აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში.
ფესტივალი გაგრძელდება 31 მაისს ფილარმონისს დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე 1 ივნისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება ღონისძიება, ხოლო დასკვნითი ცერემონიალი 2 ივნისს ART HALL-ის დარბაზში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ხალხისთვის საყვარელი მომღერლები და საუკეთესო მუსიკალური, საბავშვო და ახალგაზრდული ჯგუფები.