ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: "უსაფრთხოება იწყება ბაღიდან"
მიწისძვრის სიმულაცია თბილისის საბავშვო ბაღში
თბილისის N 23-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდა მიწისძვრის სიმულაციური თამაში და თოჯინების წარმოდგენა.
სიმულაციური თამაში მიახლოებული იყოს რეალურ სურათთან, მონაწილეებს რეალურად შეეძლოთ შეეფასებინათ თუ როგორ მოქმედებენ ბავშვები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მსგავს სიტუაციებში და რამდენად რეალურია რისკების შემცირება, როცა მსგავს ცოდნასა და უნარებს ბავშვები პატარა ასაკიდან ეუფლებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინცაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ექსპერტმა ქალბატონმა რუსუდან თევზაძემ, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა და საააგენტოს სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებული მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში.
ღონისძიების მიმდინარებისას ასევე დაანონსდა კატარსტროფის რისკის შემცირებასა და პირველადი დახმარების თემაზე საბავშვო ნამუშევრების კონკურსის დაწყება, რომელიც ოქტომბერში საზეიმო გამოფენით დასრულდება.
ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). ფინანსური მხარდამჭერები არიან „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი" (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარება" (Aktion Deutschland Hilft).
პროექტი „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობით. პროექტის მიმდინარეობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: თეონა ჯულუხაძეს, მობილური.: 599 475060, ელ-ფოსტა: t.julukhadze@asb-georgia.org ან მაია ჩიტაშვილს, მობილური: 593260609; maiko@publicity.ge.