პრესრელიზი
19 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნოდარ თოფურიძე
577 433393
ბავშვთა უფლებების დაცვის ახალი საერთაშორისო მექანიზმი საქართველოში
20 ნოემბერს მსოფლიო, ბავშვის უფლებათა კონვენციის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს საქრთველოს SOS ბავშვთა სოფლის ინიციატივით, ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის საქართველოს კოალიცია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს წინადადებით დაიწყოს მსჯელობა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიკაციის შესახებ. კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდრეობისათვის, 22 ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთინებს. ამ საკითხის გასაცნობად 20 ნოემბერს ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელში პრესკონფერენცია გაიმართება.
გაეროს მესამე დამატებითი ოქმი მსოფლიო მასშტაბით მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს ბავშვთა უფლებების სფეროში. ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოს ნებისმიერ ბავშვს შეუძლია საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და იმ შემთვევაში თუ ვერ პოვა საამართალი საკუთარ ქვეყანაში მიმართოს ბავშვთა უფლებების საერთასორისო კომიტეტს საკუთარი უფლებების დასაცავად.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხვდეს იმ ქვეყანათა პირველ ათელში,რომლებიც მოახდენენ ზემოხსენებული დოკუმეტის რატიფიკაციას. ამით საქართველო გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტის ფუძემდებელი და წარმოაჩინდება ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერად.