ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმი შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
28/06/2011

პრესრელიზი

28 ივნისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფიო გურგენიძე,
საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის გენერალური მდივანი
ტ.: 599 505 525
ელ.:
s.gurgenidze@gec.ge

ბათუმი შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების  ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

[Publicity.Ge]თბილისი, 28 ივნისი, 2011 - 2011 წლის 1 ივლისს, 10:00 საათზე, '' საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია'' ქ. ბათუმში  შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნეს ასოციაციების კავშირის (UBCCE) ორ დღიან  ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. (მისამართი: ქ.ბათუმი, სასტუმრო ‘'შერატონი ბათუმის პალასი'', რუსთაველის ქ. #27)

UBCCE აერთიანებს 16 ქვეყნის 19 ბიზნეს ორგანიზაციას და ყოველწლიური შეხვედრისთვის ირჩევს ერთ-ერთ წევრ ქვეყანას. საქართველოში აღნიშნული ფორუმი პირველად ტარდება, რომლის მიზანია რეგიონში ეკონომიკური კავშრების გააქტიურება და ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა. შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების კომპანიების და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან ქვეყანას და ექნებათ პირისპირ შეხვერდები ადგილობრივ კომპანიებთან. ფორუმის პროგრამის ფარგლებში,  ‘'საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციას'', თურქეთის ბიზნეს ასოციაცია TURKONFED-ს და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნების შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ბიზნეს კავშირების ხელშეწყობას, ერთობლივი გამოფენების, ფორუმების და ა. შ. ორგანიზებას.  TURKONFED თურქეთის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაციაა და აერთიანებს ქვეყნის 2000-მდე მცირე და საშუალო საწარმოს.  ფორუმის პროგრამა ასევე დაეთმობა, გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო GIZ და UBCCE-ს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განახლებადი ენერგიების შესაძლებლობების სტრატეგიის განხილვას. ბიზნეს ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან, როგორც ქვეყნის პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს, ასევე  საქართველოში ინვესტიციების განმახორციელებელი, მსოფლიოში ცნობილი კომპანიების: HiPP, Heidelberg, RAKIA ფოთის ინდუსტრიული ზონა და ა.შ. გამოცდილებას.

ბიზნეს ფორუმს  16 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორისაა: თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, და ა.შ. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს  რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღოს ფორუმში.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს მიესალმება მასპინძელი ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე. აღსანიშნავია  ფორუმის პროგრამაში საგადასახადო ომბუდსმენის გიორგი პერტაიას მონაწილეობა, რომელიც პოტენციურ ინვესტორებს გააცნობს ქვეყანაში საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუციის საქმიანობას და გადამხდელთათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის პრაქტიკას.

შეგახსენებთ რომ, ‘'საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია'' 2008 წელს დაარსდა, და ამ დროიდან აქტიურად მუშაობს წევრი კომპანიების განვითარების და მათი ბიზნეს კონტაქტების გაფართოების მიმართულებით. ‘'საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის'' ინიციატივით, ბიზნეს ფორუმის  ჩატარების ადგილად სპეციალურად შეირჩა აჭარა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონი. ფორუმის ფარგლებში, აჭარაში დაიგეგმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და  ასევე ფოთის თავისუფალი ინდუტსრიული ზონის დათვალიერება.


                                                                                ###

წაკითხულია: 2757