პრეს-რელიზი
29 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკოტაქტო ინფორმაცია
ზვიად ელიზიანი - 899 48 21 81,
ლინდა ბალაძე - 893 71 33 42
ელ.ფოსტა - info@biaff.org
ვებ-გვერდი: www.biaff.org ,
www.facebook.com/biaffbatumi
ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა
ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს გამოცხდებული ჰქონდა კონკურსი 3 საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ და ეფექტურად გააშუქებდნენ კინოფესტივალის მიმდინარეობას ინტერნეტ-სირცეში.
ფესტივალის განმავლობაში ბლოგერებს საშუალება ჰქონდათ, აეღოთ აკრედიტაცია, რაც საშუალებას აძლევდათ: დასწრებოდნენ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას, ყველა პრეს-კონფერენციას და მასტერ-კლასს, ჩაეწერათ ფესტივალის ჟიურის წევრები, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი მენეჯმენტი კონკურსში გამარჯვებულად აცხადებს 4 ბლოგერს, რომლებმაც საუკეთესოდ იმუშავეს ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რაც გამოიხადებოდა ბლოგებზე პოსტების დადებით და Facebook-ზე/ Twitter-ზე სტატუსების განახლებით.
კონკურსში გამარჯვებული ბლოგერები არიან:
მომავალ წელს, კონკურსში გამარჯვებული ბლოგერები ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებენ. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. მათ ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებას და ისარგებლონ პრეს-აკრედიტაციის უფლებებით.