17 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi
ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალს 16 სექტემბერს კინოთეატრმა „აპოლომ" უმასპინძლა
16 სექტემბერს,ბათუმში კინოთეატრმა „აპოლომ" უმასპინძლა ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალს. საზეიმო გახსნის ცერემონიალზე სპეციალური პრიზი გადაეცა რეჟისორ ელდარ შენგელაიას- მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. და ასევე ბიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ნური ბილგე ჩეილანს (თურქეთი).
17 სექტემბერს გაიმართება საკონკურსოჩვენებები 12:00 - ისევ მოედანზე - პეტრ ლომი/ნორვეგია/კანადა 14:00 - ვარშავის ბრძოლა - იერჟი ჰოფმანი - პოლონეთი 16:30 - FC1 სიბნელეში - აგნეშკა ჰოლანდი /კანადა გერმანია პოლონეთი 19:30 - FC2 - სახლი კოშკურით - ევა ნეიმანი - უკრაინა
ხოლო 22:30 საათზე გაიმართება რეჟისორ ლეო კარაქსის ფილმის - „ზეციური მანქანები" (საფრანგეთი/ გერმანია) ჩვენება.
ლეო კარაქსმა ფილმზე მუშაობა2011 წლის დეკემბერში დაასრულა. „ზეციური მანქანები" ცნობილი ფრანგი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია უკანასკნელი 13 წლისგანმავლობაში. ფილმმა განსაკუთრებული მოწონება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალისსტუმრებს „ზეციური მანქანების" ხილვა 17 სექტემბერს 22:30 საათზე შეეძლება. ჩვენებაგაიმართება კინოთეატრ აპოლოში
კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო" და სასტუმრო „რედისონის" დარბაზი
კინოფესტივალის სპონსორები - კომპანია „აირზენა", ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი,სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი" ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო
კინოფესტივალის მხარდამჭერები - პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა", კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი",ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო",Iveria Beach", კაფე „სინატრა", „ Facebook კაფე",
კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი -საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK
კინოფესტივალის მედიაპარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, პალიტრამედია, აჭარის ტელევიზია, არტარეა(Artarea TV), ტელეარხი STYLE TV(www.style-tv.ru), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი", „ბომონდი", „თბილისი OUT" გაზეთი -„ჯორჯია თუდეი", ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი" (www.ipn.ge),ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), FilmNew Europe (www.filmneweurope.com)
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღებაშესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org;www.facebook.com/biaffbatumi;