ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმის საავტორი ფილმების მე-6 კინოფესტივალი
04/08/2011
-

პრეს-რელიზი

4 აგვისტო,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საონტაქტო პირი
ლინდა ბალაძე
593 71 33 42

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი

[Publicity.Ge]თბილისი, 4 აგვისტო, 2011 ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება  2011 წლის 17-24 სექტემბერს. 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა.

კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მხარდამჭერები:

-          საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

-          საქართველოს კულტურის სამინისტრო

-          პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი

-          გოეთეს ინსტიტუტი

-          British Council

-          აშშ საელჩო

-          კომპანია „აირზენა"

-          ბათუმის საერთაშორისო კონტეინერების ტერმინალი

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება, წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებას. კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ - კრისტოფ ზანუსი,  იერჟი რაძივილოვიჩი, იერჯი შტური ზბიგნევ რიბჩინსკი (პოლონეთი), იოს სტელინგი (ჰოლანდია), ნინო კირთაძე, ნანა ჯორჯაძე, ირაკლი კვირიკაძე (საქართველო), მანიჯე ჰეკმათი, პეგა აჰანგარანი, მოჰსენ ამირუსაფირი, აბას კიაროსტამი (ირანი), პაველ პავლიკოვსკი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ კობახიძე(საფრანგეთი), სიდიქ ბარმაკი (ავღანეთი).  

ძირითადი პროგრამაში წელს იქნება 50-მდე  სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. დაახლოებით 22-23 ქვეყანა იქნება სულ წარმოდგენილი.

კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

-       საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია 

-       საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია 

-       საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია

-       აბრეშუმის გზის ქვეყნები -   (თურქეთი, ირანი, სომხათი, აზერბაიჯანი)

-       ოსტატთა კოლექცია -   ცნობილი რეჟისორების ფილმები

-       MEET THE JURY სექცია -    ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმები

-       მასტერკლასები და ვორქშოფები

კინოფესტივალის  ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით, 21-23 სექტემბერს გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები რომელსაც დაესრებიან - ევროპის კინოაკადემიის, ჰ. ბალსის ფონდი (როტერდამის კინოფესტივალი), EAVE, პოლონეთის კინოინსტიტუტის, ა. ვაიდას სკოლის წარმომადგენლები და პროდიუსერები.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით -   info@biaff.org 

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

წაკითხულია: 2724