პრესრელიზი
27 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაციოა:
ლინდა ბალაძე
593 71 33 42
დღეს ბათუმის საერთაშორიო კონოფესტივალი გაიხსნა
[Publicity.Ge] თბილისი, 17 სექტემბერი,2011 - საავტორო კინოს ბათუმის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კინოფესტივალს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 18.30-ზე უმასპინძლა.
ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნა ვუდი ალენის რომანტიკული კომედია „შუაღამე პარიზში" (ესპანეთი/აშშ, 2011, 94 წთ.).
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და სხვადასხვა სექციისგან შედგება(მხატვრული ფილმები, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი, რეტროსპექტივა, აბრეშუმის გზის ქვეყნების სექცია, ოსტატთა სექცია, არასაკონკურსო სექცია, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია, ანჟეი ვაიდას კინოსკოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია). ფესტივალი ერთი კვირა გაგრძელდება და 24 სექტემბერს დაიხურება.
კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით - info@biaff.org