ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF)
26/09/2009

პრესრელიზი

26 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ნია ქურთიშვილი 898 160 800
იაგო ყურაშვილი 897 01 29 05
ნანა კვაჭაძე 858 66 47 65
www.biaff.org

 

ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო   ფესტივალი (BIAFF)
21-28 
სექტემბერი 2009

 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 სექტემბერი, 2009 - 26 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო ფესტივალზე, (BIAFF) ცნობილი რეჟისორის ლარს ფონ ტრიერის გახმაურებული ფილმის, "ანტიქრისტეს" ჩვენება გაიმართა."ანტიქრისტე" ტრიერის ბოლო ფილმია, რომელიც პირველად 2009 წელს კანის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და კინოკრიტიკოსთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

რეჟისორის ფილმები წარმატებულია მთელს მსოფლიოში და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იგი არის "დოგმა 95"-ის ერთერთი დამფუძნებელი.

ვინაიდან ფილმი ანტიქრისტე გადაღებულია "ჰორორში" და დატვირთულია მძაფრი ფსიქოლოგიური და ეროტიული სცენებით,  მაყურებელი მხოლოდ 21 წლის ასაკის ზემოთ დაიშვება.

დღესვე, ფესტივალის ფარგლებში ვარშავის დოკუმენტური და მხატვრული კინოსტუდიის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო პოლონური კინოს "ოქროს კლასიკა" (კლასიკად აღიარებული პოლონური ფილმების ჩვენება) წარმოდგენილი იყო შემდეგი ფილმები: ვლადისლავ სლესკის "ოჯახი"; ირჟი ბოსაკის "წარღვნა"; ვლადისლავ შლეჯიშკი "ბიჭები და ტალღები" და ა.შ

ფესტივალის საკონკურსო ფილმებიდან დღეს ორი ფილმი, პეტრ ლომის "წერილები პრეზიდენტს" და მაიკლ ბალჰაუსის "ბერლინში" იყო წარმოდგენილი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდარბაზში კი კვლავ გრძელდება საკონკურსო სტუდენტური ფილმების ჩვენება.

###

 

 

წაკითხულია: 6314