ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალმა, 2011 წლის გამარჯვებული ფილმები გამოავლინა.
26 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლინდა ბალაძე
info@biaff.org,
592-252520
ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალმა, 2011 წლის გამარჯვებული ფილმები გამოავლინა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალმა, 2011 წლის გამარჯვებული ფილმები გამოავლინა. პრიზები გადაეცათ ფილმებს შემდეგი საკონკურსო სექციებიდან: საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი.
BIAFF 2011 პრიზები
BIAFF 2011 საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმების სექცია
ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალის საერთაშორისო მხატვრული ფილმების სექციის კონკურსის ჟიურიმ - გიორგი დულგეროვი (ჟიურის თავჯდომარე-ბულგარეთი), დარიუშ მეჰრჯუი (ირანი), ოლენა ფეტისოვა (უკრაინა), ირა კორმანჰაუსი(გერმანია), გოგი გვახარია(საქართველო) გადასცა პრიზები შემდეგ ნომინაციებში:
- გრან პრი - გოლჩერეჰი, ვაჰიდ მუსაიანი, ირანი, 2011 და ბოშა, მარტინ სულიკი, სლოვაკეთის რესპუბლიკა/ჩეხეთის რესპუბლიკა 2011
- საუკეთესო რეჟისორი - ბირჯიტ სტერმოსი ფილმისთვის „ოთახი 304" დანია/ხორვატია 2011
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ანტონ შაგრინი ალექსანდრე მინდაძის ფილმში „შაბათს" რუსეთი/გერმანია/უკრაინა,2011
- საუკეთესო მსახიობი ქალი - ბიენ დე მური ურსულა ანტონიაკის ფილმში „ლურჯი კოდი", ჰოლანდია/დანია 2011
- ჟიურის სპეციალური პრიზი - პასკალ რაბატეს ფილმი „არდადეგები ზღვაზე" საფრანგეთი,2011
BIAFF 2011 საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია.
ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიურიმ - პაველ პავლიკოვსკი (ჟიურის თავჯდომარე,დიდი ბრიტანეთი), როსიტა ვალკანოვა(ბულგარეთი), ნოსირ საიდოვი(ტაჯიკეთი), სალომე ჯაში(საქართველო) გადასცა პრიზები შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „წერილები ცენზურის ქვეშ", მასიეჟ დრიგასი, პოლონეთი, 2011
- ჟიურის სპეციალური პრიზი - „გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან", ბენქსი, ა.შ.შ. / დიდი ბრიტანეთი, 2010
BIAFF 2011 საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიურიმ - კრისტინა ტრაპი (ჟიურის თავჯდომარე,საფრანგეთი), რეზო ჩხიკვიშვილი(გერმანია), ელჩინ მუსაოღლუ(აზერბაიჯანი), მოჰამედ ატაბეი(ირანი),თამარ ტატიშვილი(საქართველო):
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „კავშირი", სამუელ აბრაამსი, დიდი ბრიტანეთი, 2010
- ჟიურის სპეციალური პრიზი - დავით კოპალეიშვილის „ნათურა" საქართველო, 2011
- ჟიურის დიპლომი:
- ვაჰე გევორგიაცის „დიდი ზეიმი", სომხეთი,2010
- მოჰამედ ფარზადის „მსუბუქ ჰაერში", ირანი,2011
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით - ინფო@ბიაფფ.ორგ
სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.cpm/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრინება და სიახლეების მიღება.