ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2015 აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
04/07/2015

პრესრელიზი

დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2015 აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2015 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეექვსე წელია რაც ტარდება.

კონკურსში მონაწილეობის პირობა - კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა:

- კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება
- რეგისტრაცია - უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე. რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად სარეგისტრაციო ფორმის (http://goo.gl/forms/rhD289xA1F ) შევსებით. ცხადია კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.
- ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)
- კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება
- კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

რეგისტრაციის ვადა - ბლოგერებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე. 

რას სთავაზობს ფესტივალი მონაწილეებს - ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს შემდეგს:
- აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას
- ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები
- ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი
- ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება
- ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

ბლოგერების კონკურსის პრიზები - გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

- BIAFF პრიზი - 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
- BIAFF პრიზი - სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება - საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით - #1 ადგილი - აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება (5 ღამე); #2 ადგილი - აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი - აკრედიტაცია, განთავსება. განთავსება მოხდება აპარტამენტში - შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე. + BIAFF 3-4 ბლოგერს კინოფესტივალი გაუკეთებს კარლოვი ვარის კინოფესტივალების აკრედიტაციას - მგზავრობის ხარჯების გარეშე (როგორც წესი აკრედიტაცია მხოლოდ კინოინდუსტრიის ან პრესის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი). 
- სასტუმრო „რჩეული ვილას" ქსელის პრიზი - გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას" რომელიმე სასტუმროში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის 
- სასტუმრო „Batumi PLAZA Hotel" (www.batumiplaza.ge) პრიზი - გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმროში დასვენებისთვის 

საკონტაქტო ინფორმაცია
ზვიადი ელიზიანი (ფესტივალის მენეჯერი) - ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 599-482181

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites"
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო", პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა", სასტუმრო „რჩეული ვილა", „HQ პროპაგანდა", ტურკომპანია „ვონდერლენდი", 
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272

 

 

 

წაკითხულია: 5277