პრესრელიზი
22 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბათუმში ბილაინის ახალ ოფისს ხსნის
[Publicity.Ge] თბილისი, 22 სექტემბერი - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ბათუმში ახალი ადმინისტრაციული ოფისს ხსნის. ბილაინის ახალი ოფისი ორსართულიანია და ის მშენებლობის დაწყებიდან 4 თვეში 2011 წლის დამთავრადა.ახალ ადმინისტრაციულ ოფისში, რომელის საერთო ფართი დაახლოებით 500 კვ.მ -ია 30-მდე ბილაინის თანამშრომელი იმუშავებს , რომელიც აჭარაში ბილაინის მუშაობის მართვას მოახდენენ. ბილაინის ახალი ოფისის მშენებლობის დაწყებას კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება გაიმართება 22 სექტემბერს 13.00 -ზე ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე.
„ახალი ადმინისტრაციული ოფისი გულისხმობს დამატებით სამუშაო ადგილებს და ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში. აჭარის მხარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ბათუმიდან ვიწყებთ საკუთარი ოფისების მშენებლობას.
ეს ბილაინის პირველი ადმინისტრაციული ოფისია, რომელსაც ჩვენი კომპანია აშენებს. გამომდინარე იმ ფაქტიდან , რომ აჭარა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და მომგებიანი მიმართულებაა ჩვენი ბიზნესისთვის. გადაწყდა, რომ აგვეშენებინა თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციული ოფისი, რომელიც საკმაოდ ჰარმონიულად შეერწყმება ბათუმის ულამაზეს არქიტექტურას. „ განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.