პრესრელიზი
13 მაისი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბათუმში ბილაინის ახალი ოფისის მშენებლობა დაიწყო
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 მაისი , 2011 წელი საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ბათუმში ახალი ადმინისტრაციული ოფისის მშენებლობას იწყებს.
ბილაინის ახალი ოფისი ორსართულიანია და მისი დასრულება მშენებლობის დაწყებიდან 6 თვეში , 2011 წლის დეკემბერში იგეგმება. ახალ ადმინისტრაციულ ოფისში, რომელის საერთო ფართი დაახლოებით 500 კვ.მ -ია .30-მდე ბილაინის თანამშრომელი იმუშავებს , რომელიც აჭარაში ბილაინის მუშაობის მართვას მოახდენენ.
ბილაინის ახალი ოფისის მშენებლობის დაწყებას კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება გაიმართება 14 მაისს 13.00 -ზე ბათუმში ( მისამართი ).
„ახალი ადმინისტრაციული ოფისი გულისხმობს დამატებით სამუშაო ადგილებს და ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში. აჭარის მხარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ბათუმიდან ვიწყებთ საკუთარი ოფისების მშენებლობას.
ეს ბილაინის პირველი ადმინისტრაციული ოფისია, რომელსაც ჩვენი კომპანია აშენებს. გამომდინარე იმ ფაქტიდან , რომ აჭარა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და მომგებიანი მიმართულებაა ჩვენი ბიზნესისთვის, საზაფხულო სეზონისათვის განსაკუთრებული მზადების პარალელურად, გადაწყდა, რომ აგვეშენებინა თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციული ოფისი, რომელიც საკმაოდ ჰარმონიულად შეერწყმება ბათუმის ულამაზეს არქიტექტურას. „ განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.