ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბანკ “რესპუბლიკის” ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის და Hyundai-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია
03/06/2013


პრესრელიზი

3 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
შოთა მაჭავარიანი
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
: + (995 32) 292 55 55 (1102) +(995 599) 20 20 80
shota.machavariani@republic.ge
BR.GE

ბანკ "რესპუბლიკის" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის და Hyundai-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია

ბანკი " რესპუბლიკა" ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი და ჰიუნდაის ავტოსალონი საქართველოში, მომხმარებელს ჰიუნდაის ნებისმიერი მოდელის ავტომობილზე, ავტოგანვადების განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

ნებისმიერი მსურველი, ვინც 2 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ისარგებლებს ბანკი "რესპუბლიკის" ავტოგანვადებით ჰიუნდაის 10 ზე მეტ მოდელზე, ავტომატურად მიიღებს 3600 ა.შ.შ დოლარამდე Cashback-ს.

თანხის განკარგვა, რომელიც მომხმარებელს მომენტალურად დაუჯდება ანგარიშზე, მისი სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი.

ავტოგანვადების მიღება, რომელიც 0%-იანი თანამონაწილეობით იწყება, ჰიუნდაის ავტოსალონში, 30 წუთში მხოლოდ პირადობის მოწმობით არის შესაძებელი, გარდა ამისა ჰიუნდას ახალი მოდელების მფლობელები საჩუქრად GPI Holding -ისგან ავტოდაზღვევას მიიღებენ. ჰიუნდაის უახლესი მოდელების ავტომობილების ღირებულება 11 ათასი ა.შ.შ დოლარიდან იწყება.

აქციის დეტალებს ბანკი „რესპუბლიკის" ჯგუფი სოსიეტე ჯენერალის და ჰიუნდაის წარმომადგელები მედიას 3 ივნისს, 13.00 -ზე , ჰიუნდაის ცენტრში ( აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) გააცნობენ.

"ზაფხული საუკეთესო პერიოდია ახალი ავტომობილის შესაძენად, თუმცა ამის პარალელურად იმატებს ხარჯები, როგორიცაა დასვენების, აგარაკის ან ბინის რემონტის, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო შეთავაზება ავტომობილის ყიდვის მსურველებისთვის თანხის დაბრუნება, Cash Back იქნებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმირი მსურველი ვინც ჩვენს ავტოსალონს ეწვევა მრავალფეროროვანი ასორტიმენტიდან სასურველ ავტომობილს შეარჩევს. " - განაცხადა ჰიუნდაის წარმომადგენელმა.

###

ბანკი „რესპუბლიკა"

ბანკი „რესპუბლიკა" 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა" კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 38 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ბანკ „რესპუბლიკის" 1000-მდე თანამშრომელი 225,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

ვებგვერდი: www.br.ge
სოსიეტე ჟენერალი
„სოსიეტე ჟენერალი" ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის" საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული" ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის" თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

 

 

წაკითხულია: 2422